вторник, 17 мая 2016 г.

მე-9 დღის რეფლექსია დღეს ჩვენ გვქონდა პრეზენტაციის დღე. ყველა მონაწილის პრეზენტაცია მოვისმინეთ. ძალიან საინტერესო  დღე გამოვიდა. ამ ტრენინგით ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ და გამოვიყენებთ პრაქტიკაში.

воскресенье, 15 мая 2016 г.

მე-8 დღის რეფლექსია  ამ მოდულში განვიხილეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიებით ,მოსწავლეთა აზროვნების საფეხურებრივი განვითარება, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების სწავლება პროექტებით.მოსწავლეების მიერ კომპიუტერების გამოყენების მართვა, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა. ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევარი.

Secret To Having The Greenest Lawn On The Block


четверг, 12 мая 2016 г.

მე-7 დღის რეფლექსია

 მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამოდენიმე თვალსაზრისით.    მოვახდინეთ შეფასების რუბრიკის ადაპტირება . განვიხილეთ გარდნერის თეორია.

воскресенье, 8 мая 2016 г.

მე-5-6 დღის რეფლექსია:
ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. ინერნეტში ნებისმიერი ინფორმაცია არ არის სანდო , საავტორო უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.
გავაკეთეთ საინფორმაციო ბუკლეტი პროექტის შესახებ . მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი მოვამზადეთ, რომ სწორად დავგეგმოთ მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული შეფასება.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი


воскресенье, 24 апреля 2016 г.

დღე 4. რეფლექსია: გავხსენით სასწავლოპროექტის გეგმის  შაბლონი შევავსეთ შეფასების ინსტრუმენტები , წინარე ცოდნა , ,მოვამზადეთ პრეზენტაცია და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

პროექტის პრეზენტაცია



суббота, 23 апреля 2016 г.

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება სასწავლო პროექტში.
 შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, ჩამოვწერეთ შეფასების გეგმები, პროექტის მსვლელობის ეტაპები.

воскресенье, 17 апреля 2016 г.

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. მოსწავლეს უნდა შევთავაზოთ ისეთი თემა ,რომელიც მისთვის საინტერესო  და სახალისო იქნება.